სერვისები
პრივატ ამბულანსის მომსახურება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებელისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე და ინდივიდუალურ მომსახურებაზე 24/7-ზე!

პრივატ ქარდი
პრივატ ამბულანსი ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს ,,პრივატ ქარდის“ სერვისს. ბარათის მფლობელს შეეძლება უფასოდ ისარგებლოს სტანდარტული გამოძახების სერვისით შეუზღუდავად. ასევე რიგის პრიორიტეტულობით,მედიკამენტების მიწოდებითა და 20%-მდე ფასდაკლებით სხვა სერვისებზე.

ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ბინაზე
პრივატი გთავაზობთ, უახლესი აპარატურის გამოყენებით, მრავალი სახის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევას ბინაზე. თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ: ექოსკოპია, სისხლის ანალიზები, კარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორინგი, ინჰალაცია და ა.შ.

პალიატიური მკურნალობისა და ბინაზე მოვლის სერვისი
პრივატის მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს პალიატიურ მკურნალობას, ბინაზე მოვლას და სხვა საჭირო მანიპულაციების ჩატარებას.

პაციენტის ტრანსპორტირება/რეპატრიაცია
პრივატ ამბულანსი უზრუნველყოფს პაციენტის ტრანსპორტირებას სამედიცინო ბრიგადების თანხლებით, ქვეყნის ფარგლებში ან საზღვარგარეთ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტით. ამასთან ჩვენ უზრუნველვყოფთ სრული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას საზღვარგარეთ.

ამბულატორიული მომსახურება ბინაზე
„პრივატი“ ამბულანსი გთავაზობთ, მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმების, თერაპევტებისა და ვიწრო სპეციალობის ექიმების მომსახურებას ბინაზე. თქვენ შეძლებთ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, რომელიც გულისხმობს: სამედიცინო კონსულტაციას, დანიშნულების გაცემასა და შემთხვევის სრულ მართვას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება
პრივატ ამბულანსი უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მრავალპროფილური ჯგუფითა და თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილებით, ნებისმიერი ასაკის პაციენტისათვის 24/7-ზე.
ჩვენ შესახებ
სს „პრივატი“ 2010 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ, ინდივიდუალურ სერვისებს. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო სერვისების კონსულტირება და მენეჯმენტი, სადაზღვევო ბიზნესი, სამედიცინო ტურიზმი.


ხარისხი
ჩვენ აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ შესრულებული მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას. პრივატის გუნდს კომპანიაში დადგენილი პერიოდულობით, გამოცდილი ტრენერების მიერ უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.


უპირატესობები
ჩვენ გთავაზობთ ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას: მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სასწრაფო დახმარების ჯგუფითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტით, 24/7-ზე.


სტანდარტები
ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას (BLS, ALS, PHTLS და ა.შ) მაღალკვალიციფიციური გუნდით, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით.


აღჭურვილობა
ჩვენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით (დეფიბრილატორი, მონიტორი, სუნთქვის აპარატი, ელექტრული მქაჩი, კარდიოგრაფი, ინფუზომატი, ნუბელაიზერი და ა.შ). ავტოტრანსპორტი კი მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიებით.


მიზანი
ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებაზე. ხარისხის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება კომპანიის უმთავრესი მიზანია.


სპეციალისტები
ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალკვალიფიციური და მრავალპროფილური სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მომსახურებას (თერაპიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური, რეანიმაციული).
