სერვისები
პრივატ ამბულანსის მომსახურება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებელისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე და ინდივიდუალურ მომსახურებაზე 24/7-ზე!

სასწრაფო სამედიცინო დახმარება
პრივატ ამბულანსი უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მრავალპროფილური ჯგუფითა და თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილებით, ნებისმიერი ასაკის პაციენტისათვის 24/7-ზე.

ამბულატორიული მომსახურება ბინაზე
„პრივატი“ ამბულანსი გთავაზობთ, მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმების, თერაპევტებისა და ვიწრო სპეციალობის ექიმების მომსახურებას ბინაზე. თქვენ შეძლებთ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, რომელიც გულისხმობს: სამედიცინო კონსულტაციას, დანიშნულების გაცემასა და შემთხვევის სრულ მართვას.

ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ბინაზე
პრივატი გთავაზობთ, უახლესი აპარატურის გამოყენებით, მრავალი სახის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევას ბინაზე. თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ: ექოსკოპია, სისხლის ანალიზები, კარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორინგი, ინჰალაცია და ა.შ.

პაციენტის ტრანსპორტირება/რეპატრიაცია
პრივატ ამბულანსი უზრუნველყოფს პაციენტის ტრანსპორტირებას სამედიცინო ბრიგადების თანხლებით, ქვეყნის ფარგლებში ან საზღვარგარეთ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტით. ამასთან ჩვენ უზრუნველვყოფთ სრული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას საზღვარგარეთ.

პალიატიური მკურნალობისა და ბინაზე მოვლის სერვისი
პრივატის მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს პალიატიურ მკურნალობას, ბინაზე მოვლას და სხვა საჭირო მანიპულაციების ჩატარებას.

პრივატ ქარდი
პრივატ ამბულანსი ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს ,,პრივატ ქარდის“ სერვისს. ბარათის მფლობელს შეეძლება უფასოდ ისარგებლოს სტანდარტული გამოძახების სერვისით შეუზღუდავად. ასევე რიგის პრიორიტეტულობით,მედიკამენტების მიწოდებითა და 20%-მდე ფასდაკლებით სხვა სერვისებზე.