სერვისები

პალიატიური მკურნალობისა და ბინაზე მოვლის სერვისი
პრივატის მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს პალიატიურ მკურნალობას, ბინაზე მოვლას და სხვა საჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მომსახურებას, რაც გულისხმობს:
- რეანიმაციიდან გამოწერილი ან ინკურაბელური პაციენტების ბინაზე მომსახურებას
- მართვით სუნთქვაზე ან ჟანგბადის აპარატზე მყოფი, ტრაქეოსტომიანი პაციენტების მომსახურებას
- ბრონქების სანაციას
- შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან კათეტერის შეცვლას
- ნაწოლების დამუშავებას
- ინტრავენურ კათეტერიზაციას
- ჭრილობების დამუშავებას
- ინტრავენურ ინფუზიას
- სარეაბილიტაციო დახმარების გაწევას
სერვისის მიწოდება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს 2-საათიანი დაყოვნებით.