სერვისები

ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ბინაზე
პრივატი გთავაზობთ, უახლესი აპარატურის გამოყენებით, მრავალი სახის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევას ბინაზე. თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ: ექოსკოპია, სისხლის ანალიზები, კარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორინგი, ინჰალაცია და ა.შ.
სახლიდან გაუსვლელად თქვენ შეძლებთ შემდეგი კვლევების ჩატარებას:
ულტრასონოგრაფია (ულტრაბგერითი კვლევა)
- მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა)
- თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა (თირკმლები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი)
- წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- სათესლე პარკის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- გინეკოლოგიური (ტრანსაბდომინალური/ვაგინალური) ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ორსულობის დადგენა/ I ტრიმესტრი (12 კვირამდე)
- სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა (გესტაციური ასაკის 12 კვირა ან შემდეგ)
- ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ერთი რეგიონი)
- კისრის მიდამოს რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ორგანოების + თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს + გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- მუცლის ღრუს + ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- საშარდე სისტემა + გინეკოლოგიური (ტრანსაბდომინალური) ულტრაბგერითი გამოკვლევა
- პერიტონეუმის და პლევრის ღრუში სითხის შეფასება
კარდიოგრაფია
- 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი - ჰოლტერი
ლაბორატორიული კვლევების უზრუნველყოფა ბინაზე მასალის აღებით
- ყველა ტიპის ლაბორატორიული ანალიზისათვის მასალის აღება (სისხლი, ნაცხი) ბინაზე, პასუხების მიწოდება ელექტრონულად, კონფიდენციალურობის სრული დაცვის პირობით.
ინჰალაცია
- რესპორატორული დაავადებებისას, პორტატული ნებულაიზერით მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატის გამოყენებით.